გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი „ართ ჰოლი“ და „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი“ წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს „დრაკონი“ ე.შვარცის ნაწარმოების მიხედვით. პროექტი ითვალისწინებს თეატრალური წარმოდგენის დადგმას. თანამედროვე ვიზუალური ხერხებით დატვირთული წარმოდგენა მაყურებელს საინტერესო სანახაობას ჰპირდება, რაც გულისხმობს მოქმედებას, როგორც სცენაზე ასევე ეკრანზე. სპექტაკლში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის სპეც ეფექტი. პროექტი განხორციელდება ინკლუზიური ტიპის სასწავლო პროცესის მეშვეობით, რაც გამოავლენს მოზარდების ინტელექტუალურ და შემოქმედებით პოტენციალს. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ართ ჰოლის აღსაზრდელები, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, შერჩეული მოზარდები სარეაბილიტაციო ცენტრებიდან და პროფესიონალი მსახიობები. სპექტაკლისათვის ”ართ ჰოლის” არსაზრდელებს მოამზადებენ პროფესიონალი მუსიკოსები და მოცეკვავეები.